საოპერაციო მენეჯერი
უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის კომპანია „რედიქსი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი
- სამუშაო გავანაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავი ქონების ოპერირებისთვის საჭირო პროცესების დაგეგმვა, მართვა, ოპერაციების კონტროლი;
- მომსახურე/კონტრაქტორი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი, უძრავი ქონების დაზღვევის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევების კოორდინაცია სადაზღვევო კომპანიასთან, ზარალების მართვა, ანაზღაურების პროცესის კოორდინაცია;
- უძრავი ქონების ობიექტების წლიური საოპერაციო ბიუჯეტების დაგეგმარება და შესრულების კონტროლი, ოპტიმიზაცია უძრავი ქონების მართვის შეედეგების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური რეპორტინგი;
- აქტიური თანამშრომლობა უძრავი ქონების ობიექტების ადგილობრივ გუნდებთან და სხვა ჩართულ კოლეგებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უძრავი ქონების მართვის მიმართულებით გამოცდილება, მინიმუმ 3 წელი;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გამოცდილება რამდენიმე ქონების, მათ შორის განსხვავებული პროფილის ქონებების მართვის მიმართულებით (სასურველია გამოცდილება საოფისე, კომერციული და/ან სასტუმროს ინდუსტრიის);
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, მათ შორის MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:
https://forms.gle/yRYcH3tEN9Cb8KXk9
გისურვებთ წარმატებას!